სავაჭრო დარბაზის კონსულტანტი

18

ივლ

სავაჭრო დარბაზის კონსულტანტი

"გუდვილი" აცხადებს საზაფხულო დასაქმებას სავაჭრო დარბაზის კონსულტანტის პოზიციაზე.


პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღმის, საბურთალოს, ვაკისა და თავისუფლების მოედნის ფილიალები

გრაფიკი: 6 საათიანი სამუშაო ცვლები


ძირითადი მოვალეობები:


  1. - მომხმარებლისთვის სარეალიზაციო პროდუქტის ირგვლივ კონსულტაციის გაწევა;

- პროდუქციის რეალიზებისთვის გამზადება: პროდუქციის ვადიანობის, ხარისხის, ანოტაციების, ფასმაჩვენებლების შემოწმება და კონტროლი;

- მის კომპეტენციაში შემავალ სექციაში პროდუქციის შევსების უზრუნველყოფა, სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.


მოთხოვნები:


- სასურველია მომხმარებელთან ურთიერთობაში სამუშაო გამოცდილება;

- რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.


დამატებითი ინფორმაცია: აღნიშნული პოზიცია საინტერესო იქნება სტუდენტებისათვისაც, რომელთაც სურთ საზაფხულო დასაქმება; ასევე, ნებისმიერი მსურველისათვის, ვისაც აქვს სურვილი დასაქმდეს ზაფხულში და შეიძინოს გამოცდილება.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით არაუგვიანეს 20 ივლისისა შემდეგ ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "საზაფხულო დასაქმება გუდვილში".


გისურვებთ წარმატებას!