დაცვის თანამშრომელი

18

ივლ

დაცვის თანამშრომელი

კომპანია "გუდვილი" 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია. "გუდვილის" ქსელი წარმოდგენილია თბილისში, გორსა და ბათუმში. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფა, მათთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქციის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა. "გუდვილის" სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალში. ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. "გუდვილი" თანამშრომლებს სარგებლის მთელ სისტემას სთავაზობს: სამედიცინო დაზღვევა, დამატებითი სწავლების დაფინანსება, ანაზღაურებადი დამატებითი შვებულება, ანაზღაურების ბონუსური სისტემა, პრემია.


ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განუსხვავებლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.


"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე. 


პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი


ძირითადი მოვალეობები:


- მატერიალური ფასეულობების დაკარგვის, ან დაზიანების აღკვეთის მიზნით მუდმივი დაკვირვებისა და კონტროლის წარმოება;

- ობიექტზე უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა;


მოთხოვნები:


- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

- რუსული და/ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 


დამატებითი ინფორმაცია:


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV არაუგვიანეს 20 ივლისისა ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "დაცვა", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.


გისურვებთ წარმატებას!