კატეგორიის მენეჯერი

18

ივლ

კატეგორიის მენეჯერი

"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.


პოზიციის მდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00 საათამდე; შაბათი დღე საჭიროების შემთხვევაში.


ძირითადი პასუხისმგებლობები:


- შესყიდვების სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქმიანი ურთიერთობების წარმოება ადგილობრივ და უცხოურ პარტიორებთან და მომწოდებლებთან;

- სასაქონლო ჯგუფების მიხედვით პროდუქციის რეალიზაციის სტატისტიკური ანალიზის სისტემატური ანალიზი;

- ყოველთვიური, სეზონური და სადღესასწაულო გაყიდვების დაგეგმვა;

- ახალი მომწოდებლების მოზიდვა და მოლაპარაკებების წარმოება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ;

- საფასო პოლიტიკის კონტროლი; კონკურენტების ფასების კონტროლი;

- ახალი პროდუქციის ხარისხის, მომწოდებლის ფასისა და სარეალიზაციო ფასის შემოწმება პროდუქციის გაყიდვაში მიღებამდე;

- სხვა სამსახურებთან თანამშრომლობის შედეგად მომხმარებელთა ახალი მოთხოვნების გამოვლენა/დამუშავება;

- რთულად რეალიზებადი პროდუქციის გამოვლენა და გაყიდვების სტიმულირება;

- საქონლის ნაშთების კონტროლი.


მოთხოვნები:


- უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკისა და ფინანსების სპეციალობით;
-
 მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

- უცხო ენების ფლობა (აუცილებელია);

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ფლობა.


დამატებითი ინფორმაცია


კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:


- პირველადი გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან;

- საბოლოო გასაუბრება შესყიდვების სამსახურის უფროსსა და გენერალურ დირექტორთან;


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hrg@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ "კატეგორიის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. 


განაცხადის შემოტანის ვადა: 25 ივლისი, 2018 წელი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.


გისურვებთ წარმატებას!