დიზაინერი

18

ივლ

დიზაინერი

კომპანია "გუდვილი" 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია. "გუდვილის" ქსელი წარმოდგენილია თბილისში, გორსა და ბათუმში. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფა, მათთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქციის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

"გუდვილის" სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს, განუსხვავებლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე; შაბათი დღე - საჭიროების შემთხვევაში.

ძირითადი მოვალეობები:

** ლოგოების, შრიფტების შემუშავება ახალი პროდუქტებისთვის;
** პრომო მასალების დიზაინის შემუშავება.
** პოლიგრაფიული მასალის დიზაინი/ტექნიკური აწყობა;
** ბანერების და სხვა ტიპის სარეკლამო მასალის დიზაინი/ტექნიკური აწყობა;
** სოციალური მედიისთვის დიზაინების შემუშავება;
** კომპანიის ობიექტების პერიოდული შემოვლა და ინტერიერი და ექსტერიერის დიზაინი;
** არსებული დიზაინის მოდიფიცირება და მათი გრაფიკულ ფორმატში აწყობა;
** ფოტოების გადაღება;
** სარეკლამო მასალების დაბეჭდვა;
** სარეკლამო კომპანიებთან და ბეჭდურ მედიასთან ურთიერთობა, ტენდერის ჩატარება;
** მიმდინარე და სამომავლო პროექტების ორგანიზება და მათზე კონტროლი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (გრაფიკული დიზაინის მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** შემდეგი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Illustrator, Photoshop, 3Ds max;
** AutoCAD ან ArchiCAD პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კრეატიული აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** რეზიუმეებისა და პორტფოლიოების მიღება;
** გასაუბრება მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან (საბოლოო ეტაპზე გასული კანდიდატები).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან და პორტფოლიოსთან ერთად, ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "Designer", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. 

განაცხადის შემოტანის ვადა: 24 ივლისი, 2018 წელი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!