კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი

18

ივლ

კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი

"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.


პოზიციის მდებარეობა: ქთბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00 საათამდე; შაბათი დღე საჭიროების შემთხვევაში.


ძირითადი პასუხისმგებლობები:


- შესყიდვების სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქმიანი ურთიერთობების წარმოების პროცესში მონაწილეობა ადგილობრივ და უცხოურ პარტიორებთან და მომწოდებლებთან;

- სასაქონლო ჯგუფების მიხედვით პროდუქციის რეალიზაციის სტატისტიკური ანალიზის სისტემატური ანალიზი;

- ყოველთვიური, სეზონური და სადღესასწაულო გაყიდვების დაგეგმვაში მონაწილეობა; 

- ახალი მომწოდებლების მოზიდვასა და მოლაპარაკებების წარმოებაში თანამონაწილეობა კატეგორიის მენეჯერებთან ერთად, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ;

- საფასო პოლიტიკის კონტროლის პროცესში მონაწილეობა; კონკურენტების ფასების კონტროლში მონაწილეობა;

- ახალი პროდუქციის ხარისხის, მომწოდებლის ფასისა და სარეალიზაციო ფასის შემოწმება პროდუქციის გაყიდვაში მიღებამდე;

-სხვა სამსახურებთან თანამშრომლობის შედეგად მომხმარებელთა ახალი მოთხოვნების გამოვლენა/დამუშავება;

- რთულად რეალიზებადი პროდუქციის გამოვლენა და გაყიდვების სტიმულირება;

-  საქონლის ნაშთების კონტროლი;

- საქონლის კატეგორიების მატრიცის შექმნაში მონაწილეობის მიღება;


მოთხოვნები:


- უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკისა და ფინანსების სპეციალობით;

- უცხო ენების ფლობა (აუცილებელია);

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ფლობა.


დამატებითი ინფორმაცია


კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:


- პირველადი გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან;

- საბოლოო გასაუბრება შესყიდვების სამსახურის უფროსსა და გენერალურ დირექტორთან;


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hrg@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ "კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. 


განაცხადის შემოტანის ვადა: 25 ივლისი, 2018 წელი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.


გისურვებთ წარმატებას!