ელექტრომექანიკოსი

18

ივლ

ელექტრომექანიკოსი

კომპანია "გუდვილი" 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია. "გუდვილის" ქსელი წარმოდგენილია თბილისში, გორსა და ბათუმში. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფა, მათთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქციის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.


"გუდვილის" სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. "გუდვილი" თანამშრომლებს სარგებლის მთელ სისტემას სთავაზობს: სამედიცინო დაზღვევა, დამატებითი სწავლების დაფინანსება, ანაზღაურებადი დამატებითი შვებულება, ანაზღაურების ბონუსური სისტემა, პრემია.


ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განუსხვავებლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.


"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრომექანიკოსის პოზიციაზე.


პოზიციის მდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00 საათამდე; 


ძირითადი მოვალეობები:


- ელექტრო-დანადგარებისა და ელექტრომოწყობილობის ექსპლუატაცია და მომსახურება;

- ელექტრო-მოწყობილობებისა და ელექტრო-დანადგარების (სუპერმარკეტების, სასაცხობე და სამზარეულოს დანადგარები) ტექნიკური მომსახურების დადგენილი გეგმა-გრაფიკების შესრულება;

- ელექტრო-მოწყობილობებისა და ელექტრო-დანადგარების (სუპერმარკეტების, სასაცხობე და სამზარეულოს დანადგარები) გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, მომსახურება, ხარვეზების აღმოფხვრა;

- ელექტრო-მოწყობილობებისა და ელექტრო-დანადგარების მუშაობის შემოწმება, დათვალიერება, პარამეტრების და მახასიათებლების გაზომვა, ნორმაში მოყვანა, რეგულირება, მონტაჟი;

- დადგენილი პერიოდულობით გაცვეთილი კვანძების, დეტალების, აპარატურისა და ხელსაწყოების შეცვლა;

- სარემონტო მარაგების მოთხოვნა და დახარჯვის კონტროლი;

- სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო მატერიალური ფასეულობების გადაადგილების უზრუნველყოფა, დახარჯული და მოხსნილი მასალების აღრიცხვის წარმოება;

- დეტალური ანგარიშგება შესრულებულ სამუშაოებზე;


მოთხოვნები:


- უმაღლესი და საშუალო-ტექნიკური განათლება ტექნიკური მიმართულებით;

- სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 5 წელი;

- მოწყობილობებისა და ხელსაწყოების გამოყენების უნარ-ჩვევები;

- მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების, ტექნიკურად უსაფრთხო ექსპლუატაციის პროფესიული ცოდნა;


დამატებითი ინფორმაცია


კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:


- აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;

- გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისა და ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლებთან;


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ "ელექტრომექანიკოსი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. 


განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 27 ივლისი, 2018 წელი, 00:00 საათი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.


გისურვებთ წარმატებას!