სავაჭრო მარკეტინგის სპეციალისტი

26

სექ

სავაჭრო მარკეტინგის სპეციალისტი

„გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე


პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი


სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი 10:00–18:00 საათამდე; შაბათი დღე საჭიროების შემთხვევაში.


 


ძირითადი მოვალეობები:


სავაჭრო ქსელში შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, პროდუქციის გაყიდვის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;

სავაჭრო მარკეტინგული აქტივობების შემუშავება და განხორციელება;

მარკეტინგული აქციების შემუშავება და განხორციელება;

სავაჭრო დარბაზში სარეკლამო მასალების განთავსების უზრუნველყოფა/მომარაგება;

სავაჭრო დარბაზში პროდუქტების/ბრენდების გამოყოფა/წარმოჩენა გაყიდვების გაზრდის მიზნით;

დამატებითი განთავსებების გაფორმება და მონიტორინგი;

გაყიდვების ანალიზი და რეპორტინგი;

სხვა მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება;

 


მოთხოვნები:


უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ჟურნალისტიკის მიმართულებით (ან ბოლო კურსის სტუდენტი);

სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა

 


დამატებითი ინფორმაცია


კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:


რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;

კანდიდატებისათვის, რომლებიც გადალახავენ პირველ ეტაპს, წერითი დავალების მიცემა;

პირველადი გასაუბრება არმ სამსახურსა და მარკეტინგის ხელმძღვანელთან;

საბოლოო გასაუბრება გენერალურ დირექტორთან;

 


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ „სავაჭრო მარკეტინგის სპეციალისტი”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.


განაცხადის შემოტანის  ვადა 30 სექტემბერი 2018 წელი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.


 


გისურვებთ წარმატებას