მცხობელი

26

სექ

მცხობელი

 კომპანია „გუდვილი“ 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია. „გუდვილის“ ქსელი წარმოდგენილია თბილისში, გორსა და ბათუმში. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფა, მათთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქციის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.


  „გუდვილის“ სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. „გუდვილი“ თანამშრომლებს სარგებლის მთელ სისტემას სთავაზობს: სამედიცინო დაზღვევა, დამატებითი სწავლების დაფინანსება, ანაზღაურებადი დამატებითი შვებულება, ანაზღაურების ბონუსური სისტემა, პრემია.


  ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განურჩევლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.


 


„გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე


 


პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი


 


ძირითადი მოვალეობები:


ტექნოლოგიური ბარათის შესაბამისად პროდუქტის ფორმირება

პროდუქტის დანადგარით დამუშავება

პროდუქტის რაოდენობის კონტროლი

სამუშაო მაგიდის, ხელსაწყოების მოწესრიგება, ჰიგიენური ნორმების დაცვა

 


მოთხოვნები:


მცხობელის სამუშაო გამოცდილება;

ორგანიზებულობა და დისციპლინა;

გუნდში მუშაობის უნარი;

დეტალებზე ორიენტირების უნარი;

 


დამატებითი ინფორმაცია


კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:


გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელთან და წარმოების ხელმძღვანელთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ „მცხობელი”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.


განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 28 სექტემბერი, 2018 წელი, 00:00 საათი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.


გისურვებთ წარმატებას!