Top Left
Top Left spacer
Home მთავარი between top vars ქოლ–ცენტრი between top vars საიტის რუქა between top vars კონტაქტი Spacer Eng
Top Right
spacer
Spacer
მთავარიჩვენს შესახებისტორია

კომპანია გუდვილის ისტორია არის ისტორია დინამიურად განვითარებადი ბიზნესისა ქართულ საცალო ბაზარზე, რომელიც დღეს საქართველოს მასშტაბით 2 ჰიპერმარკეტს, 6 სუპერმარკეტს, კაფეტერიებს და ბულანჟერიებს ფლობს. 2004 წელს პირველი ჰიპერმარკეტის გახსნა, ახალი ფორმატის და  კულტურის შეთავაზება ქართული ბაზრისთვის სარისკო და ამბიციური ნაბიჯი იყო. მაღალი ხარისხის მომსახურებამ, დიდი ასორტიმენტის შეთავაზებამ, მუდმივმა კონტროლმა პროდუქციის ხარისხზე და ინოვაციურმა პროექტებმა ეს ნაბიჯი გაამართლა. კომპანია გუდვილი 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია.  გუდვილი პროდუქტის ასორტიმენტისა და რეალიზაციის ზრდასთან ერთად საკუთარ წარმოებებსაც აფართოებს. კომპანიის მენეჯერთა მთავარი ამოცანა ინოვაციების, ახალი პროდუქტების, მომხმარებელზე ორიენტირებული პროექტების, ახალი ბიზნეს იდეების შეთავაზებაა. მაღალკვალიფიციური და მოტივირებული პერსონალი მუდამ ზრუნავს მომხმარებლის კმაყოფილებაზე.


2004

  • ოქტომბერში დაფუძნდა ჰიპერმარკეტი გუდვილი (საერთო ფართი: 24 000 კვ/მ.)
  • კომპანია გუდვილს 2004 წლის 19 სექტემბერს მიენიჭა უფლება გამოიყენოს "ქართული ხარისხის ნიშანი"

2005

  • მაისში კომპანია გუდვილი გახდა საქართველოს კულინართა გილდია "სამაია 2005"-ის გამარჯვებული

2006

  • 26 იანვარს კომპანია "თელიანმა ველმა" სერთიფიკატი გადასცა კომპანია გუდვილს, როგორც "საუკეთესო ბიზნეს პარტნიორს"

2007

  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილმა" დააჯილდოვა კომპანია გუდვილი და სერთიფიკატი გადასცა ნომინაციაში "რეპუტაცია და ნდობა"
  • 26 იანვარს კომპანია გუდვილი გახდა "ოქროს ბრენდი 2006"-ის მფლობელი
  • კომპანია გუდვილი გახდა საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის წევრი
  • თბილისის საჭადრაკო ფედერაციამ კომპანია გუდვილის გენერალურ დირექტორს ბნ. ნუგზარ მაღულარიას გადასცა დიპლომი "თანადგომისა და სპონსორული დახმარებისთვის"

2008

  • კომპანია გუდვილს გადაეცა ბიზნესის ნაციონალური ჯილდო "წლის საუკეთესო კომპანია, ბიზნესმენი" ნომინაციებში: პოპულარობა მომხმარებლებში, ეფექტური მენეჯმენტი, საქმიანი რეპუტაცია

2009

  • სექტემბერში გაიხსნა გუდვილი ვაკე (საერთო ფართი: 2 500 კვ/მ.), სადაც 5 მლნ USD ინვესტიცია განხორციელდა
  • კომპანია გუდვილს ხარისხის ყველაზე ავტორიტეტული სტანდარტის ISO 9001:2008 მოთხოვნებთან შესაბამისი სერთიფიკატი მიენიჭა
  • კომპანია გუდვილს HACCP-ის სერთიფიკატი მიენიჭა, კომპანიისათვის ეს იყოს ქართული საცალო ვაჭრობის სფეროში საერთაშორისო ხარისხის კონტროლის მინიჭების პირველი შემთხვევა.
  • კომპანია გუდვილმა ხარისხის კონტროლის მიზნით ვეტერინარულ-სანიტარული ლაბორატორია გახსნა
  • ჩამოყალიბდა ქვებრენდი "გუდვილ სელებრეიშნ"
  • 6 მარტს "ოქროს ბრენდმა" ბრენდების რეიტინგში კვლავ დაასახელა კომპანია გუდვილი "ოქროს ბრენდის" ტიტულის მფლობელად
  • 1 ივნისიდან გუდვილში ახალი პროექტი TOP 1000 ფუნქციონირებს: ყველაზე იაფი ფასები 1000 დასახელების პირველადი მოხმარების ყველაზე მოთხოვნად პროდუქტზე
  • კომპანია გუდვილმა თავისი ერთგული მომხმარებლისათვის შექმნა კომპლექსური ტიპის ბონუს ბარათი - დაგროვებას პლიუს ფასდაკლება.
  • კომპანია გუდვილს ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და კომპანია "ბადაგონის" ღვინოების ღირსეულად წარმოჩენაში შეტანილი წვლილისთვის კომპანია "ბადაგონისგან" გადაეცა დიპლომი
  • კომპანია გუდვილს თიბისი ბანკისგან გადაეცა დიპლომი, "პლასტიკური ბარათით ანგარიშსწორების ფორმის დანერგვისას გამოჩენილი ინიციატივის, კლიენტების მაღალ დონეზე მომსახურებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის"
  • კომპანია გუდვილს გადაეცა სიგელი - ბიზნეს სექტორში ჩატარებული კვლევის შედეგად დასახელდა ხელმძღვანელ თანამდებობაზე საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე კომპანიად და გადაეცა სპეციალური პრიზი.

2010

  • მარტიდან გუდვილი თავის მომხმარებელს ყოველთვიურ კორპორატიულ ჟურნალს თავაზობს
  • აგვისტოში გაიხსნა გუდვილი ბათუმი (საერთო ფართი 500 კვ/მ) სადაც 0.5 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა.
  • აგვისტოში მიენიჭა ქართული ხარისხის ნიშანი
  • აგვისტოში ჰიპერმარკეტ გუდვილში გაიხსნა კაფე-სანაყინე "გუდვილ ჯელატერია"
  • ოქტომბერში ჰიპერმარკეტ გუდვილს 6 წელი შეუსრულდა
  • ოქტომბერში გაფართოვდა თევზის საამქრო
  • ოქტომბრის თვიდან ჰიპერმარკეტში გაყიდვაშია ხელვაჩაურის ფაბრიკის BTM-ის ნაწარმი
  • ნოემბრიდან ჰიპერმარკეტ გუდვილის პატარა მომხმარებლებისთვის კარგი განწყობის შექმნაზე ზრუნავენ ანიმატორები, კეთილი ვილი და ფერია
  • ნოემბრიდან ჰიპერმარკეტ გუდვილში მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფართო არჩევანია
  • 16 ნოემბერს ევროპის ბიზნეს დაჯილდოებაზე, კომპანია გუდვილი გავიდა 100 საუკეთესო კომპანიათა შორის და მიიღო პრიზი წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის.
2011
  • 16 მარტს გუდვილი "ოქროს ბრენდი 2010"-ის ტიტულის მფლობელი გახდა. კომპანია გუდვილმა ჯილდო დაიმსახურა რჩეული სუპერმარკეტის ნომინაციაში.
  • 2011 წლის სექტემბერში,ჟენევაში გამართულ ცერემონიაზე გუდვილი ხარისხის საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდა და ოქროს ვარსკვლავის ტიტული მიენიჭა.
2012
  • საქართველოს ეროვნულ ბიზნესდაჯილდოება "მერკური 2012"–ზე გუდვილი აღიარეს როგორც "წლის საუკეთესო ქართველი ინვესტორი" 

Spacer
Spacer
Copyright © 2005-2014 GOODWILL. All rights reserved. Developed By: Pro-service