მისამართის არჩევა

GOODWILL

 

"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.

 

მისია

გუდვილის ბრენდი ფოკუსირებულია საყიდლებზე სიარულის საუკეთესო გამოცდილების შექმნით, მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი პროდუქტის შეთავაზებით, სიუხვით და საჭიროებებზე მორგებული სერვისით, რითაც ხელს შევუწყობთ მომხმარებელთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

თანამშრომლებზე ყოველდღიური ზრუნვით, ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ საუკეთესო სამუშაო გარემო, ყველა პირობა მათი კეთილდღეობისთვის და პროფესიული ზრდისთვის, რითაც ხელს ვუწყობთ თანამშრომლებსა და მომხმარებლებს შორის ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

 

ღირებულება

ჩვენი ღირებულებების განმსაზღვრელია პასუხისმგებლობა თითოეული მომხმარებლის, პარტნიორის და თანამშრომლის მიმართ. როგორც მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული, მიზანდასახული და ნოვატორი კომპანია, ვითვალისწინებთ ზემოთ მოყვანილ ყველა ღირებულებას ყოველდღიურ ბიზნეს, თუ საზოგადო საქმიანობაში.

 

პოზიციონირება

გუდვილი არის პრემიუმ ბრენდი საკვები პროდუქტების საცალო (რითეილ) ვაჭრობაში. ბრენდი ფოკუსირებულია მაღალი ხარისხის პროდუქციის მრავალფეროვნებასა და სიუხვეზე, გამორჩეულ მომსახურებაზე, სასიამოვნო და მიმზიდველი გარემოს შექმნაზე, რაც ერთობლიობაში საყიდლებზე სიარულს საუკეთესო გამოცდილებას ქმნის.

ექსკლუზიური ბრენდების პროდუქციის მრავაფეროვანი არჩევანით, გუდვილი იზიდავს გურმან და საყიდლებზე სიარულის მოყვარულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გადაიხადონ პრემიუმ ფასი მაღალი ხარისხის პროდუქტსა და მომსახურებაში. გუდვილი გამორჩეულია უსაფრთხო, ყოველდღიურად ახალი პროდუქტებით, რასაც განაპირობებს ხარისხის კონტროლის მაღალი სტანდარტების დაცვა, საკუთარი წარმოების მუდმივი განითარება და ექსკლუზიური პარტნიორობა ფერმერებთან.

 

ფილიალები:

 

თბილისი:

• ფარნავაზ მეფის გამზ. N1, 24/7

• ქავთარაძის ქ. N1, 24/7 (სითი მოლი)

• ჭავჭავაძის გამზ. N34, 24/7

• რუსთაველის გამზ. N2/4, 10:00-21:45 (გალერია თბილისი)

• უნივერსიტეტის ქ. N2, 10:00-21:45

• დოლიძის ქ. N46, 10:00-21:45

• კრწანისის მე-2 შესახვევი #17 (გრანდე ჯგუფი), 09:00-22:00

 

საგურამო:

• წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამია, 09:00-22:00

 

ბათუმი:

• გორგილაძის N88, 24/7 (ბათუმი მოლი)

• რეჯებ ნიჟარაძის N18, 10:00-21:45

• შერიფ ხიმშიაშვილის #61 (სოლის რეზიდენსი), 09:00-22:00