მისამართის არჩევა
მისამართის დამატება

ქა

,,ჩემი გუდვილი’’ ბონუს ბარათი

ბონუს ბარათი ,,ჩემი გუდვილი’’ არის სს ,,გუდვილი’’-ს მიერ მომხმარებლისთვს შექმნილი კომპლექსური ბარათი, რომლითაც მომხმარებელს საშუალება ეძლევა სს ,,გუდვილის’’ სუპერმარკეტების ქსელში დააგროვოს ქულები, ბარათზე დაგროვილი ქულების ექვივალენტი თანხით აირჩიოს შესაბამისი ღირებულების ნებისმიერი პროდუქტი შეუზღუდავად, ასევე ისარგებლოს მიმდინარე ფასდაკლებებით და ინდივიდუალური შეთავაზებებით, მიიღოს საჩუქრები და ჩაერთოს სხვადასხვა წამახალისებელ გათამაშებაში.

 

1. ბონუს ბარათის ,,ჩემი გუდვილი’’-ს კომპლექტურობა და სტატუსი

1.1. ,,ჩემი გუდვილი’’ ბონუს ბარათი შედგება 1 ცალი ფიზიკური ბარათისგან და 1 ცალი ვირტუალური ბარათისგან, თითოეულს მიჭებული აქვს 9 ნიშნა პერსონალური კოდი.

1.2. ბარათ(ებ)ი არ წარმოადგენს ანგარიშსწორების საშუალებას, მათი მეშვეობით მხოლოდ გროვდება ქულები და კოპანია ინახავს ინფორმაციას ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით განხორციელებულ შენაძენებზე.

 

2. ბონუს ბარათის ,,ჩემი გუდვილი’’ გაცემის წესი

2.1. ბონუს ბარათის ,,ჩემი გუდვილი’’ მფლობელი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

2.2. ფიზიკური ბონუს ბარათის ,,ჩემი გუდვილი’’ გაცემა ხდება სს ,,გუდვილი’’-ს სუპერმარკეტების ქსელში, ცენტრალურ შესასვლელთან განთავსებულ საინფორმაციო სამსახურში უფასოდ, ხოლო ვირტუალური ბარათის ,,ჩემი გუდვილი’’ გააქტიურება შესაძლებელია გუდვილის მობილურ აპლიკაციაში, პირად კაბინეტში.

2.3. მომხმარებლები, რომლებიც ძველი ბარათის მფლობელები არიან ახალ ბარათს მიიღებენ ძველი ბარათისა და პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე.

2.4. ბარათის მოთხოვნის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი ადასტურებს მისი პირადი მონაცემების სიზუსტეს და თანხმობას გამოთქვამს მიიღოს ნებისმიერი შეტყობინება (მათ შორის სარეკლამო სახის) მითითებული საკონტაქტო საშუალებებით (ტელეფონი, ელ ფოსტა). დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს შეტყობინების მიღების შეწყვეტა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.5. ბონუს ბარათის ,,ჩემი გუდვილი’’ გააქტიურება ხდება მაშინვე ბარათის აღების მომენტიდან.

 

3. ბარათით სარგებლობის და ქულების განაღდების წესები

3.1. ქულების დარიცხვა ხდება ბარათის ტერმინალში გატარების შემდეგ, ამიტომ ბარათის მფლობელმა გადახდამდე უნდა წარმოადგინოს ფიზიკური ან ვირტუალური ბარათი.

3.2. გუდვილში ფასდაკლების მისაღებად ბარათის მფლობელმა უნდა წარმოადგინოს გუდვილის ბონუს ბარათი.

3.3. დაგროვილი ქულები აისახება ბარათის ტერმინალში გატარებისთანავე.

3.4. ბარათზე ქულები გროვდება მხოლოდ იმ რაოდენობით, რომელთა შეძენის მომენტში ფასმაჩვენებელზე მითითებულია ქულის შესახებ.

3.5. დაგროვილი ქულების განაღდება შესაძლებელია სს ,,გუდვილი’’-ს სუპერმარკეტების ქსელში ნებისმიერ დროს.

3.6. ქულების გახარჯვისას, 100 ქულა შეესაბამება 1 ლარს. ბარათზე დაგროვილი ქულებით შესაძლებელია ნებისმიერი პროდუქტის შეძენა.

3.7. ქულების განაღდებისას, ბარათიდან ჩამოიჭრება შესაბამისი ქულების რაოდენობა.

3.8. დაგროვილი ქულების გახარჯვისას ბარათის მფლობელი ვალდებულია თან იქონიოს ბარათი (ან წარადგინოს ვირტუალური ბარათი) და პირადობის მოწმობა.

3.9. ბარათის მფლობელი ასევე ვალდებულია, შეატყობინოს გუდვილის მომსახურების მენეჯერს მისი პირადი, საანკეტო ინფორმაციის ცვლილების შესახებ.

3.10. ბარათი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით, გარდა იმ შემთხვევისა თუ სს ,,გუდვილის’’ სუპერმარკეტების ქსელში 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში, თუ მფლობელის მიერ ერთხელ მაინც არ იქნება გამოყენებული გუდვილის ბონუს ბარათი, ის ავტომატურად გაუქმდება, ხოლო მასზე დარიცხული გამოუყენებელი ქულები ანულირდება.

3.11. ბარათის მფლობელმა დაგროვილი ქულები უნდა გახარჯოს დარიცხვის დღიდან არაუგვიანეს 12 თვისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბარათზე დაგროვილი ქულები ანულირდება.

3.12. ქულები ირიცხება დღეში (24 საათში) მაქსიმუმ სამ ტრანზაქციაზე.

 

4. ბარათის დაბლოკვა, დაკარგული ან დაზიანებული ბარათის აღდგენა, ბარათის გადაფორმება:

4.1. სს ,,გუდვილის’’ სუპერმარკეტების ქსელში 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში, თუ მფლობელის მიერ ერთხელ მაინც არ იქნება გამოყენებული გუდვილის ბონუს ბარათი, ის ავტომატურად გაუქმდება, ხოლო მასზე დარიცხული გამოუყენებელი ქულები ანულირდება.

4.2. ბარათის მფლობელმა დაგროვილი ქულები უნდა გახარჯოს დარიცხვის დღიდან არაუგვიანეს 12 თვისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბარათზე დაგროვილი ქულები ანულირდება. ასეთ შემთხვევაში დაბლოკილი ბარათები აღდგენას არ ექვემდებარება და დაინტერესებულ პირზე მოთხოვნის შემთხვევაში გაიცემა ახალი ბარათი.

4.3. სს ,,გუდვილი’’ უფლებამოსილია არასანქცირებული გამოყენების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დაბლოკოს ბარათები. ასეთ შემთხვევაში მოხდება ქულების ანულირებაც.

4.4. დაკარგული ან დაზიანებული ფიზიკური ბარათის აღდგენა ხდება უფასოდ, ასეთ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ სს ,,გუდვილი’’-ს სუპერმარკეტების ქსელში, ცენტრალურ შესასვლელთან განთავსებულ საინფორმაციო სამსახურს. ასეთ შემთხვევაში დაკარგული ან დაზიანებული ბარათი იბლოკება, ხოლო დაზიანებული ბარათი უნდა დაუბრუნდეს სს ,,გუდვილს’’.

4.5. ბარათის მფლობელს შეუძლია თავისი ბარათი გადააფორმოს სხვა სრულწლოვან მოქალაქეზე. ასეთ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ სს ,,გუდვილი’’-ს სუპერმარკეტების ქსელში, ცენტრალურ შესასვლელთან განთავსებულ საინფორმაციო სამსახურს.

4.6. ერთ პირზე დასაშვებია მხოლოდ 1 ცალი მოქმედი ფიზიკური ბარათის და 1 ცალი მოქმედი ვირტუალური ბარათის არსებობა.

4.7. ბარათის დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია ძველი ბარათიდან ახალ ბარათზე ქულების გადატანა.

4.8. ფიზიკური ბარათის დაბლოკვით ავტომატურად იბლოკება ვირტუალური ბარათიც.

 

5. სხვა პირობები

5.1. სასაქონლო ზედნადებით შეძენილ პროდუქტებზე ბარათზე ქულები არ ირიცხება.

5.2. ამ წესებით დადგენილი პირობები შეიძლება შეიცვალოს სს ,,გუდვილი’’-ს მიერ, რომელიც სავალდებულო იქნება ბარათების მფლობელებისთვის.

5.3. სს ,,გუდვილი’’ უფლებას იტოვებს მისი შეხედულებისამებრ გააუქმოს ბონუს ბარათის ,,ჩემი გუდვილი’’-ს პროექტი და შეწყვიტოს ქულების დარიცხვა. გაუქმებამდე ბარათზე არსებული ქულების განაღდება შესაძლებელია ჩვეულებრივი წესით.

5.4. სს ,,გუდვილი’’ უფლებას იტოვებს ბარათებთან დაკავშირებული ნებისმიერი სიახლის და ცვლილების შესახებ შეატყობინოს ბარათის მფლობელებს, მათ მიერ ანკეტაში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.